ხატია დეკანოიძე – BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე: ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო მასალებშია, ძალიან საყურადღებოა

დამოუკიდებელი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, BBC-ს საგამოძიებო მასალები, რომლის მიხედვითაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემის ერთ-ერთ შემოქმედადაა დასახელებული, ძალიან საყურადღებოა.

„BBC არის ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის მქონე მაუწყებელი. რაც გულისხმობს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც არის ამ საგამოძიებო მასალაში, ძალიან საყურადღებოა. მას [კეზერაშვილს] ექნება საშუალება თავისი მოსაზრება დაამტკიცოს სასამართლოში“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, სადაც გლობალური თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები