გურამ მაჭარაშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონზე: ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ევროპულ ინსტიტუტებთან შესაბამისად მათი კონსულტაციებით იყოს მიღებული ეს კანონი

რეკომენდაციების გათვალისწინების შემდეგ, დეოლიგარქიზაციის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტი კვლავ ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი პროცესის გაჭიანურებას ცდილობს და ამტკიცებენ, რომ მთავარი შენიშვნა – საკითხის მიმართ პერსონალური მიდგომა კანონპროექტში არ იცვლება.

თავის მხრივ, ვენეციის კომისიიდან დამატებითი შენიშვნების შემთხვევაში, უმრავლესობა მზადაა მათი გათვალისწინებაც მოხდეს.

“არსებობს კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან. ჩვენ კიდევ გავაგზავნით ვენეციის კომისიაში მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტს კომიტეტზე, ამის მერე თუ კი იქნება კიდევ რაიმე ტიპის რეკომენდაციები ვენეციის კომისიიდან, ამასაც გავივლით. ჩვენ შევეცადეთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ევროპულ ინსტიტუტებთან შესაბამისად მათი კონსულტაციებით იყოს მიღებული ეს კანონი, რომელიც არის ჩაწერილი 12 პუნქტში,” – აცხადებს “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები