სალომე ზურაბიშვილი: შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ მოკვეთეს უკრაინელ სამხედროს თავი, “ტვიტერზე” ეხმიანება და წერს, რომ ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
“შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოკადრებით, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული.
ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!”, – წერს პრეზიდენტი.