კობა კობალაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებისთვის ლექცია ჩაატარა

12 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, მიწვეული სპიკერის სტატუსით, აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის მსმენელთათვის, გაცნობითი ხასიათის ლექცია ჩაატარა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ლექცია სამსახურის სტრუქტურის, ფუნქციის, ამოცანების, სამომავლო გეგმებს და გამოწვევებს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები