გია ცაგარეიშვილი – კეზერაშვილზე: ამ ადამიანს აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები, ათობით მილიონს ჩადებს იმისთვის, რომ თავი აარიდოს ევროპულ მართლმსაჯულებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “ქოლცენტრების” საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

“მახსენდება შარშან, ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რომ თურმე დღევანდელი ხელისუფლება დევნის კეზერაშვილს და მის ტელეკომპანიას. მაინტერესებს, ამ რეზოლუციის თანასპონსორებს თუ შერცხვებათ? ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია და ახლა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები, ათობით მილიონს ჩადებს იმისთვის, რომ თავი აარიდოს უკვე ევროპულ მართლმსაჯულებას. აქ ვერანაირად ვერ გამოჩნდება, იმიტომ რომ მოუწევს საპატიმროში მოხვედრა. აი, ახლა მაინტერესებს, ევროპული მართლმსაჯულება რამდენად გაარკვევს მასთან ურთიერთობას და თუ დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები