ცაგარეიშვილი – სააკაშვილზე: ვერცერთი ჯილდო ვერ გააცოცხლებს მისი ხელით განადგურებულ ადამიანებს – შეუძლია, შეაგროვოს თავისი ჯილდოები და ჩამოიკიდოს ვიპ პალატაში ან მიაყუდოს სადმე კედელზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხს გამოეხმაურა.

„ვერცერთი ჯილდო ვერ გააცოცხლებს მისი ხელით განადგურებულ ადამიანებს, ვერ დაუბრუნებს სიცოცხლეს ვერც სანდრო გირგვლიანს. შეუძლია, შეაგროვოს ეს თავისი ჯილდოები და ჩამოიკიდოს ვიპ პალატაში ან მიაყუდოს სადმე კედელზე. შეგვიძლია, კიდევ ერთხელ მივმართოთ ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს დასავლეთ ევროპაში, ღრმად ჩაიხედეთ ამ ადამიანის წარსულში და მიაკვლევთ ძალიან ბევრ გაუბედურებულ ადამიანს. მიკვირს ამ ადამიანებისგან, როცა სააკაშვილის დონის და გაქანების კრიმინალებს არჩევენ და ჯილდოებს აძლევენ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სოციალური ქსელით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები