ანრი ოხანაშვილი: ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, მოკვლევა ჩაატაროს და გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება მის ოლიგარქად ცნობის თაობაზე სამართალწარმოების დასრულებამდე ძალაში არ შევა.

“დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონის პროექტის კორექტირებული ვარიანტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ვალდებული იქნება, მოკვლევა ჩაატაროს, რათა გაარკვიოს, პირი არის თუ არა ოლიგარქი.
“ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის ან არ ცნობის შესახებ სასამართლოს კონტროლს დაექვემდებარება ანუ გასაჩივრდება და გასაჩივრება გათვალისწინებულია ორი ინსტანციით. პირის მიმართ გადაწყვეტილება ოლიგარქად ცნობის შესახებ ძალაში არ შევა, ვიდრე სამართალწარმოება არ დასრულდება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები