ელისაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: გრძელი ენები რომ აქვთ, კარგად გაიხსენონ, ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ ჩააგდეს

მხარს ვუჭერთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და კითხვებში ვერავინ შეგვზღუდავს. ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ“, მათ შორის  5-6 ივლისის, ფარული ჩანაწერების. ეს კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც სასამართლო სისტემაში კორუფციული ქმედებების გამოსავლენად საგამოძიებო კომისიის შექმნის ჩაგდებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, შესაძლებელი იქნებოდა 2012 წლამდე პერიოდის გამოკვლევაც.

“გამოძიების ნაწილი 2012 წლამდე პერიოდიც უნდა იყოს. არსად წერია, რომ როცა დროებით საგამოძიებო კომისიას შევქმნით, რაიმე ვადებით უნდა შევიზღუდოთ. ეს მოსამართლეები ასეთ გათახსირებულ ხალხად ჩამოყალიბდა წინა ხელისუფლების დროს და, „ქართული ოცნების“ სამარცხვინოდ, თავზე ხელი გადაუსვეს და დააწინაურეს. ეს უნარები და მავნებლობა წინა ხელისუფლების დროს ისწავლეს. ერთ-ერთი შემოქმედები იყვნენ ბოროტები, განსაკუთრებით, მურუსიძე, რომლის გვარი უსამართლო სასამართლოს სახელწოდებად ზედსართავად იქცა. მხარს ვუჭერთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და კითხვებში ვერავინ შეგვზღუდავს. ყველა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩააგდო „ნაცმოძრაობამ“, მათ შორის, 5-6 ივლისის, ფარული ჩანაწერების. სხდომაზე „ნაცმოძრაობა“ არ მოვიდა. ეს კარგად გაიხსენონ, გრძელი ენები რომ აქვთ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები