მზია გიორგობიანი – ჟურნალისტებს: ნუ ძაბავთ მოსახლეობას, ძალიან გთხოვთ

ნუ ძაბავთ მოსახლეობას, ძალიან გთხოვთ, – ასე უპასუხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც რიკოთზე მეწყრული პროცესის განვითარების გამო შეფერხებულ მოძრაობაზე დაუსვა კითხვა.

“ნუ აკეთებთ ასე მწვავე შეფასებებს, ძალიან გთხოვთ, ნუ ძაბავთ მოსახლეობას, ძალიან გთხოვთ, ინფორმაცია ძალიან მალე განთავსდება და ყოველდღიურად მოგაწოდებთ განახლებულ ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ. მუშა პროცესია, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. არაფერი არ ჩამოინგრა. ხომ არ ვიდავებთ, ნუ მომყვებით, არასერიოზულ კითხვებზე არ ვაკეთებ კომენტარს”, – უთხრა მზია გიორგობიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, გუშინ რიკოთის გადასასვლელზე მეწყრული პროცესი განვითარდა და ფერდი ჩამოიშალა, გამოწვეული ქვათაცვენის გამო კი გზაზე მოძრაობა დროებით ჩაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 12 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან გზაზე მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით აღდგება, სრულად გასახსნელად კი გრძელდება შესაბამისი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები