გურამ მაჭარაშვილი: ახლა უკვე BBC-მაც დაადასტურა და პირდაპირ უთხრა კეზერაშვილს, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი BBC-ის მიერ მომზადებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც დავით კეზერაშვილი ფიგურირებს.

“ახლა უკვე BBC-მაც დაადასტურა ის და პირდაპირ უთხრა კეზერაშვილს, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.ის, რომ დაიწყო კეზერაშვილმა პოლიტიკაში მონაწილეობა, მედიაზე თქვა, რომ დიახ, მე ვაფინანსებ, პოლიტიკაშიც ვაფინანსებ, ახლა მიიღო ის, რომ აბრალებდა სხვას, ის და მისი წარმომადგენლები ამ ქოლ-ცენტრების არსებობას და ევროპელი პენსიონრების თანხების მითვისებას – ახლა თავად ევროპამ, თავად საერთაშორისო სააგენტომ თქვა, რომ ამ ყველაფრის უკან დგას ბატონი კეზერაშვილი”, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, BBC-ის სტატიაში, რომელიც ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები