ირაკლი ზარქუა: ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს – შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც ლობისტური სქემის მონაწილე ხართ?

ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონერებს ძარცვავს, რაც თქვენმა პარტნიორმა ბრიტანელებმა დაადასტურეს. მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც ლობისტური სქემის მონაწილე ხართ? – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარებს, მას შემდეგ რაც BBC Eye-ს ჟურნალისტური გამოძიების მასალები გახდა ცნობლი.

დეპუტატის თქმით, შეუძლებელია, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი დემოკრატიის მხარდამჭერი იყოს.

„ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით. ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი, შეუძლებელია, დემოკრატიისა და ქართველი ერის მხარდამჭერი იყოს. შეუძლებელია, რეჟიმის შემოქმედი ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყვნენ. მათ რაც არ უნდა ფული დახარჯონ ამ ფასიან ლობისტებში, ევროპაში იქნება თუ ოკეანის მიღმა, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან? ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონერებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსსა და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, – თქვა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ბიბისიმ“ ჟურნალისტური გამოძიების მასალები გამოაქვეყნა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები