გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილზე: ევროპის სასამართლო ამბობს, რომ ადამიანი დამნაშავეა და იმას აჯილდოებენ

„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხს ეხმაურება.

„ორი დღის წინ დემოკრატიის კვლევის ცენტრმა დადო პოზიტიური შეფასება ქართულ მართლმსაჯულებაზე და ამ ფონზე ამერიკა სანქციებს უწესებს ქართველ მოსამართლეებს, როდესაც თავად საერთაშორისო ინსტიტუტი ამბობს, რომ კარგი მდგომარეობაა. ევროპის სასამართლო ამბობს, რომ ადამიანი დამნაშავეა და იმას აჯილდოებენ – ამას საზოგადოება ხომ ხედავს?“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები