მარნეულში სურსათის მაღაზია გაქურდეს – წაღებულია თანხა და პროდუქცია

მარნეულში სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მეპატრონის თქმით, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა და პროდუქტები.

ამასთან, ჩამსხვრეულია მინებიც. სავარაუდოდ, სწორედ აქედან შევიდნენ ქურდები მაღაზიაში.

ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს, როგორ შედიან ნიღბიანი პირები მაღაზიაში.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები