ლევან იოსელიანი: ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩვენი ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს
“ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ჩვენი ფუნქციის შესრულებას გავაგრძელებთ, რაც მის უფლებებზე ზედამხედველობას გულისხმობს, მათ შორის კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
იოსელიანის თქმით, დასკვნა, რომელიც კონსილიუმმა მოამზადა, სტრასბურგში შეტანილ საჩივარს თან ერთვის.
“თქვენ იცით, რომ მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ კონსილიუმი იყო შესული და შემდეგ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა. ეს დასკვნა დაერთო მათ საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში. ვერაფერს გეტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ჩვენს ფუნქციას ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ვასრულებთ, გავაგრძელებთ მის შესრულებას, რაც გულისხმობს მის უფლებებზე ზედამხედველობას, მათ შორის, კონსილიუმის აქტიური მონაწილეობით”, – განაცხადა იოსელიანმა.