შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილზე: ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სარჩელის შეტანის საკითხს გამოეხმაურა.

„ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, რომ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენც მოვუწოდებდით, რომ თუ მათ არ აქვთ რწმენა საკუთარი ქვეყნის სასამართლოსი, მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ვნახეთ, რომ ერთ თვეზე მეტი მოანდომეს, იმ პირობებში, როცა ისინი საუბრობდნენ, თითქოს წუთი წუთზე და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, თვეზე მეტი დახარჯეს, რომ შეედგინათ საჩივარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქცია, რა თქმა უნდა, ჩვენზე სრულად ვრცელდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები