პური გაიაფდა – პურის მცხობელთა ასოციაცია ფასის კიდევ უფრო შემცირებას პროგნოზირებს

პურის ფასმა დაიკლო – პურის მცხობელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მომხმარებელი დღეიდან სავაჭრო ობიექტებში ფართო მოხმარების პურს ათი თეთრით ნაკლებად შეიძენს.

მწარმოებლების განმარტებით, მიზეზი ფქვილზე შემცირებული ფასებია. გასული წლიდან დღემდე ერთი ტომარა ფქვილი დაახლოებით 15 ლარით გაიაფდა. დღეისთვის ერთი ტომარა ფქვილის ფასი 52-55 ლარის ფარგლებშია.

ამასთან, ასოციაციაში ამბობენ, რომ მწარმოებლები ამ ეტაპზე მოლაპარაკებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აწარმოებენ, რათა საყოველთაო მოხმარების პურის მწარმოებლებისთვის კომუნალური ტარიფები გადაიხედოს.
მათი თქმით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში პურის ფასი კიდევ უფრო შემცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები