თეა თავართქილაძე: სამინისტრომ დააკმაყოფილა მოთხოვნები – რესპუბლიკური საავადმყოფო აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას

ზაზა ავალიანის მიერ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა თავართქილაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

თეა თავართქილაძის ინფორმაციით, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

„11 აპრილიდან მე ვასრულებ დირექტორის ფუნქცია-მოვალეობას. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე უწყვეტად მიმდინარეობს კლინიკური პროცესი. სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის სახით მოვლინებული არიან კლინიკაში, რომლებიც გვეხმარებიან, ჩართული არიან ლოგისტიკის პროცესში. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს სამინისტროდან. ამ ეტაპზე შეწყვეტილია პროტესტი, რაც კლინიკის თანამშრომლების მხრიდან იყო. სამინისტრომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები. კლინიკა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმა გუშინ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები