იაგო ხვიჩია: დეოლიგარქიზაციის არცერთ პროექტს მხარს არ დავუჭერთ

დეოლიგარქიზაციის არც ერთ პროექტს მხარს არ დავუჭერთ, რადგან ამ ქვეყანას რა პრობლემაც აქვს, არ ჰქვია ოლიგარქია, ერთპიროვნული მმართველობა ჰქვია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს პრობლემა იყო ყოველთვის, როცა ოლიგარქები გვმართავდნენ და არ გვმართავდნენ. არასწორი სახელის დარქმევა ხდება, ასევე, ეს იწვევს მეორე პუნქტის დარღვევას, კანონებით ერთმანეთთან ბრძოლა არ არის ჩემი აზრით დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ ოდითგანვე გვქონდა ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა, ეს უფრო მეტი პრობლემაა ჩემი აზრით, ოლიგარქია შეიძლება, უკეთესი მმართველობის ფორმა იყოს, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა”, – ამბობს ხვიჩია.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, დღევანდელ სხდომაზე, “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავს.
დღესვე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ” ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებულ პროექტზეც იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები