თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც “ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, 10:00-დან 17:00 სთ-მდე გაზმომარაგება მინდელის ქ. 1-ის, ჯიქიას ქუჩის მოსახლეობას შეუწყდება.
შეზღუდვა ასევე შეეხება, აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე საზკვებს, კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა შპს ,,მაგთიკომი”, შპს ,,მაგთივინი”, „თიბისი ბანკი“, შპს ,,მვპ-სტამბა”, საცურაო აუზი, ს.ეულის ქუჩაზე მდებარე ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს შენობა და სხვა კომუნალური ობიექტები.
„შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები, უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. გაზის დანადგარებთან გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ავარიებზე კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას“, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები