ალექსანდრე ჭიკაიძე „112“-ის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დღეს „112“-ის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. როგორც “კვირას“ „112“-დან აცნობეს, დღეს გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – „112“-ის დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით 13:00 საათზე გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ეწვევა. ასევე, ღონისძიებას სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტის „112“-ის მომხმარებლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტურ მუშაობაში წვლილის შეტანისათვის მადლობის სიგელს 5 თანამშრომელს გადასცემს. ასევე, დასაჩუქრდებიან „112“-თან დაკავშირებული ისტორიების და ფოტოკონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები. კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო ფოტოები ცენტრში გამოიფინება. “აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში „112“-ის ოპერატორებმა 8 401 512 ზარს უპასუხეს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ოპერატორის მუშაობის სპეციფიკა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რა სირთულეებს აწყდებიან ოპერატორები და რამდენად სტრესულია მათი საქმიანობა. „112“-ის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი მინისტრს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ცენტრში განხორცილებულ ცვლილებებსა და დაგეგმილ სიახლეებს გააცნობს”, – ნათქვამია „112“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები