თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი, სარემონტო სამუშაოებია.
ქვესადგურში „დიღომი-1“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-11, მე-12 და მე-13 კილომეტრების, სოფელ დიღომის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის 348 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ბახტრიონის და სულხან ცინცაძის ქუჩების 695 აბონენტს. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის 308 აბონენტს.
11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ძოწენიძის, შატილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების 677 აბონენტს.
ქვესადგურში „ლილო-1“ გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების და ჭირნახულის ქუჩის 200 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების 394 აბონენტს. ქვესადგურში „გლდანი-220“
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII და VIII მიკრორაიონების (ნაწილობრივ) 79 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IV მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის 253 აბონენტს.
10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მაზნიაშვილის და სუნდუკიანის ქუჩების 474 აბონენტს.
11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, ლომთათიძის და ბეჟანიშვილის ქუჩების 633 აბონენტს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამაღლების, ასათიანის, შხეფის, შინდისის, ოქროყანის, გერგეთის, ავთანდილის და მესხის ქუჩების 344 აბონენტს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის 39 აბონენტს. 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსუდანის შესახვევის, ივლეთის შესახვევის, ნარგიზის ჩიხის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის 180 აბონენტს.
11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის 408 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები