უკრაინული დროშით ქუჩაში გამოსვლის გამო, ქალბატონი ბოძზე მიაბეს და სასტიკად გაუსწორდნენ

The New York Times-მა მსოფლიოს დონეცკში მომხდარი არადამიანური ფაქტის შესახებ ამცნო. დონეცკელმა სეპარატისტებმა ქუჩაში უკრაინული დროშით მოსეირნე ქალბატონი დაიჭირეს და ბოძზე მიაბეს. ქალბატონი უკრაინის სასარგებლოდ შპიონაჟში დაადანაშაულეს და მას ხელებში დაფა დაუმაგრეს წარწერით „Она убивает наших детей. Агент карателей“.
როგორც The New York Times წერს, ბოევიკების განცხადებით, იმის გამო, რომ ქალბატონი აგენტია, მასზე განხორციელებული ყველა ძალადობა დამსახურებული იქნება. The New York Times-ის კორესპოდენტის ინფორმაციით, ადგილობრივი პრორუსული განწყობის მაცხოვრებლები მანქანებს სპეციალურად აჩერებდნენ, რათა ქალბატონისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ. დონეცკელები ტყვეს აფურთხებდნენ, ურტყამდნენ და პომიდვრებს ესროდნენ.
მას შემდეგ რაც, The New York Times-ის ჟურნალისტმა ტერორისტების მეთაურს მომხდარი ფაქტის შესახებ უსაყვედურა, შემთხვევის ადგილზე ბოევიკების ავტომობილი მოვიდა, რომლითაც ქალბატონი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ფაქტი 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მოხდა, როდესაც დონეცკში ბოევიკებმა უკრაინული არმიის ტყვე ჯარისკაცების მსვლელობა მოაწყვეს.

10447639_504448579698829_2544310018150398536_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები