აფეთქება მიანმარში – დაღუპულია, სულ მცირე, 46 ადამიანი

მიანმარში, ამბოხებულთა კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში მდებარე სოფელში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 46 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, აფეთქება შანის შტატში, ჩინეთის საზღვართან მდებარე სოფელ კაუნგ ტატში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი შენობაში შენახული ასაფეთქებელი მასალების დეტონაციამ გამოიწვია.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. სამაშველო სამუშაოები გრძელდება, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

აფეთქების ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები