“სესიაზე განხილვის საკითხებია რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული და კონვენციური სამხედრო საფრთხეები, ასევე, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ნატოს წევრ ქვეყნებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის პერიოდის გახანგრძლივება. ასევე, სამხედრო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადება – ზოგადად, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.
„მოვისმინეთ ნატოს გენ. მდივნის მოადგილის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა გეგმებზე, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გახარჯვაზე თავდაცვის მიზნებისთვის. და ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გახდა სამხედრო ინოვაციების და ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორია და შესაბამისად, უკრაინას დღეს ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო დანაყოფები და ამ ბრძოლიდან ნატომ საკუთარი დასკვნები უნდა გამოუტანოს. საქართველოს დელეგაცია არის პარტნიორი ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა. ჩვენ ამ ღონისძიებაში ვმონაწილეობთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაახლოოთ საქართველოს და ნატოს საპარლამენტო განზომილება“, – განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს.