“ის რთული ვითარება, რომელიც ევრობიუროკრატიამ თვითონ შექმნა საქართველოსთან მიმართებით, არის მარტივი განსამუხტი – ამას სჭირდება ობიექტური მიდგომა მათი მხრიდან” – მათიკაშვილი
„როდესაც საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს განვითარებულ მოვლენებს, ჩართავს ტელევიზორს და ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქიდან აბსოლუტურად განსხვავებული რეცენზიები ისმის საქართველოსთან მიმართებით, ეს ანგრევს იმ ევროპულ მიმართულებას და მისწრაფებებს, რაც ქართულ საზოგადოებაში იყო”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართველი ადამიანისთვის ყველაზე რთულად გადასატანი უსამართლობა და არაობიექტურობაა.
“ის რთული ვითარება, რომელიც ევრობიუროკრატიამ თვითონ შექმნა საქართველოსთან მიმართებით, არის მარტივი განსამუხტი, ამას სჭირდება ობიექტური მიდგომა მათი მხრიდან. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ურთიერთობებისთვის, ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომები და ობიექტური დამოკიდებულება. იმ ოდიოზური სახეებიდან გამომდინარე, ვინც დღეს მართავს ევროკავშირს, ამ ეტაპისთვის ცოტა საეჭვოდ მიმაჩნია რაიმეს გამოსწორება, თუმცა ჩვენ იმედიანად ვიყოთ და მომავალ პერსპექტივაში ვიფიქროთ, რომ იქაც შეიცვლება ვითარება“, – თქვა მათიკაშვილმა.