ბოლნისში დედამ 7 წლის შვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა ქალი უკვე დააკავეს – არსებული ინფორმაციით, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.