27 აგვისტო

10:00
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მისამართი: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“.
მიმდინარეობს
10:00
რესპუბლიკის მოედნიდან, მხედველობადაქვეითებული და უსინათლო ბავშვები მშობლებთან ერთად დაბა შეკვეთილში 12 დღიან სასწავლო-საგანმანათლებლო ბანაკში გაემგზავრებიან, რომელიც ორგანიზებულია კავშირ “ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების” მიერ ამერიკის განვითარების სააგენტოს, USAID-ის მხარდაჭერით.
მიმდინარეობს
10:00
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, რეაბილიტირებულ ქვესადგურ “მენჯი -220”-ს დაათვალიერებენ და 12:30 საათზე ქვესადგურში “წყალტუბო 220” ახალი 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზების “სენაკი 1” და “სენაკი 2” -ის საზეიმო გახსნას დაესწრებიან.
11:00
“ქორთიარდ მარიოტში”, NDI პოლიტიკური რეიტინგების პრეზენტაციას გამართავს.
11:30
„Front News“–ის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები: “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია” გრიგოლ გაგნიძე, “მსჯავრდებულთა დახმარების ცენტრი” მამუკა ტუსკაძე, “ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისათვის” ალეკო ახალკაცი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: პრეზიდენტს შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით რეკომენდაცია. მისამართი: ვასილ ბარნოვის #60, ოფისი #11; ტელ: 247 36 56; 595 032 032

11:30
“პრაიმთაიმის” პრესკლუბში, სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენლები ზვიად კუპრავა და კობა სიბაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრის #135-ე ბრძანებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
11:30
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული სხდომის მონაწილეები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილთან ერთად წინანდალში ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს, ასევე ღვინის ძველ მარანს დაათვალიერებენ და ქართული ღვინის წარმოების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87; მაია ცქიტიშვილი 595 69 41 14
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში პატიმრის დედა ლალი სპეტიშვილი, შვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
12:00
“ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისში, არასამეწარმეო იურიდიულ პირს – საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის ნებაყოფლობითი დონაციის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი #74, ლიბერთი ბანკი, მე–6 სართული
12:00
„Front News“–ის პრესკლუბში კოალიცია “ევრაზიული არჩევანი – საქართველოს” ლიდერი არჩილ ჭყოიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 3 სექტემბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქცია. მისამართი: ვასილ ბარნოვის #60, ოფისი #11; ტელ: 247 36 56; 595 032 032

12:00
რეჟისორი ნანა ჯანელიძე, თავისი მხატვრული ფილმის “იავნანას” კინოფირის სამ ასლს, ეროვნულ არქივს შესანახად გადასცემს. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. #1
13:00
სახალხო დამცველი და „ლაფანყურის სპეცოპერაციის ფაქტების დამდგენი საზოგადოებრივი კომისიის“ წევრები, პანკისის ხეობაში გაემგზავრებიან და ადგილობრივ მოსახლოებას შეხვდებიან.
13:00
მცხეთის გამგეობის დარბაზში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა სოფრომაძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მედპერსონალს შეხვდებიან. თემა: ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წამლების რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით. საკონტაქტო პირი: თამუნა 599709988
13:00
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დევნილ ოჯახებს მარიამობის დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციულად ომში დაღუპულ მეომართა დედებისათვის აფხაზეთის მთავრობაში მიღებას გამართავს. შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება. მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი №42
13:30
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული სხდომის მონაწილეები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილთან ერთად კომპანია “მეღვინეობა ხარებას” ტურისტულ კომპლექსს “გვირაბი” დაათვალიერებენ, ჩურჩხელებს ამოავლებენ და თონეში შოთის პურს გამოაცხობენ. საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87; მაია ცქიტიშვილი 595 69 41 14

14:00
“პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება. მისამართი: თბილისი, ჭანტურიას 12, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
15:00
“პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის ბიუჯეტი, “სითი პარკი”. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
16:00
ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის პლენარული სხდომის მონაწილეები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილთან ერთად კახეთის ტურს ღვინის დეგუსტაციითა და საზეიმო ვახშმით დაასრულებენ, სადაც WWTG-ს მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც შეუერთდება. საკონტაქტო პირი: თაკო გოდერძიშვილი 577 08 00 87; მაია ცქიტიშვილი 595 69 41 14

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები