ვატიკანმა სააღდგომო მსვლელობაზე უკრაინელი და რუსი კვლავ ერთად დააყენა

სააღდგომო მსვლელობის დროს კოლიზეუმში, პარასკევს, 7 აპრილს, უკრაინელი და რუსი ახალგაზრდა ყმაწვილები კვლავ ერთად დააყენეს, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ანალოგიურმა ინიციატივამ ქალების შემთხვევაში უკრაინაში შეშფოთება გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, Vatican News ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ ხალხმა, ბომბების თავშესაფრებიდან, ბომბებისგან დაჭრილებმა, ტყვიებისგან დაჭრილებმა და სიძულვილით დამახინჯებულებმა რომის პაპს თავისი განცდების შესახებ მოუყვა – ეს მოგონებები წელს სააღდგომო მსვლელობის ლოცვის თანმხლებია.

ლოცვის თემა: მსოფლიოს ხმები ომის დროს. მეათე გაჩერებაზე, რომელზეც მსჯელობა აგებულია იმაზე, თუ როგორ ჩამოახიეს იესოს ტანისამოსი, ლოცვის შემდგენებმა უკრაინელის და რუსი მოზარდის ნაამბობი გააერთიანეს.

პირველი ჰყვება იმის შესახებ, როგორ გარბოდა ღამით მარიუპოლიდან და გადაწყვიტა იტალიაში წასვლა ბებიასთან. საზღვარზე კი მამასთან გამოსალმება მოუწია.

„როდესაც იტალიაში ჩავედით, მე ძალიან დარდიანი ვიყავი. ჩემს თავს გაძარცულს ვგრძნობდი: სრულიად შიშველს. არ ვიცოდი ენა და არცერთი მეგობარი მყავდა. ბებია ცდილობდა რომ თავი ბედნიერად მეგრძნო, მაგრამ მე ვერაფერს ვაკეთებდი, მხოლოდ იმას ვიმეორებდი, რომ სახლში დაბრუნება მსურს. საბოლოოდ, ჩემმა ოჯახმა უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა“, – ჰყვება ბიჭი.

მეორე ახალგაზრდა ჰყვება: „მე რუსი ბიჭი ვარ და როდესაც ამას ვამბობ, სრული არსებით ვგრძნობ ომს და ერთდროულად, ვერ ვხვდები რატომ, ხოლო შემდეგ თავს ცუდად ვგრძნობ. ბედნიერება, მომავლისა და ოცნებისგან გაძარცული“.

რუსი ბიჭი იხსენებს თავის უფროს ძმას, რომელიც 18 წლის გახდა და რამდენიმე დღეში მოგზაურობაში წავიდა, ხოლო შემდეგ მის დეას წერილი მოუვიდა მისი სიკვდილის შესახებ.

„ყველა გვეუბნებოდა, რომ უნდა გვეამაყა, მაგრამ სახლში სულ უფრო მეტი დარდი იყო. იგივე დაემართათ მამას და ბაბუას, რომლებიც გაემგზავრნენ და მათ შესახებ არაფერი ვიცით“, – ამბობს რუსი ბიჭი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები