„უკრაინასთან ასოცირების შეთანხმების რეალიზებით შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკა 100 მილიარდ რუბლზე მეტით დაზარალდეს“
უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რელიზაციით შესაძლოა, რუსეთის ეკონომიკა 100 მილიარდ რუბლზე მეტით დაზარალდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინსკში, უკრაინის პრეზიდენტის, “საბაჟო კავშირის” ლიდერებისა და ევროკომისიის წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.
“ყველაზე მოკრძალებული შეფასებებითაც კი, მხოლოდ რუსეთის ეკონომიკის ზარალმა შესაძლოა, 100 მილიარდი რუბლი შეადგინოს. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება ჩვენი მრეწველობის რიგი სექტორები”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში რუსეთი ვერ იქნება უმოქმედოდ.