პოროშენკოს პუტინთან ხელის ჩამორთმევისას სახე შეეცვალა (ვიდეო)

უკრაინული მედიის წარმომადგენლებმა მინსკის სამიტის დაწყებისას საინტერესო დეტალი დააფიქსირეს. მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში მიმდინარე მოლაპარაკების დაწყებამდე, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს მიესალმნენ და ხელი ჩამოართვეს.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო korrespondent.net -ის ინფორმაციით, პუტინთან ხელის ჩამორთმევისას პოროშენკოს სახის გამომეტყველება აშკარად შეეცვალა. თუკი ამ მომენტამდე უკრაინის პრეზიდენტი კეტრინ ეშტონს უღიმოდა, პუტინთან ხელის ჩამორთმევისას პოროშენკოს ღიმილი გაუქრა და მისმა სახემ აშკარად მკაცრი, გაბრაზებული იერი მიიღო.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=I-ZeuTLrQUs” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები