მინსკში სამხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს – შეხვდება თუ არა პუტინი პოროშენკოს? (ვიდეო)
მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაიწყო. უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები ევროკავშირის მონაწილეობით შეეცდებიან ყველაზე მწვავე საკითხებზე შეთანხმდნენ. მინსკში პოროშენკოს და პუტინის შეხვედრა ფორმატით უკრაინა-ევროკავშირი-„ევრაზიული სამეული“ (ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი) მიმდინარეობს. შეხვედრაზე უნდა განიხილონ შემდეგი საკითხები: უკრაინას და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება, ენერგეტიკული სტაბილურობა და დონბასში სიტუაციის სტაბილიზაცია.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მინსკის სამიტზე ასევე განიხილავენ საბაჟო კავშირისა და კიევის ურთიერთობას. „უკრაინას მშვიდობა სურს“, – სამიტის დაწყებამდე განაცხადა პეტრე პოროშენკომ .
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 26 აგვისტოს „მძლავრი გუნდით“, რომელშიც ევროკავშირის სამი მაღალჩინოსანი შედის, „მიდის მინსკში მშვიდობაზე სასაუბროდ“. პოროშენკოს თქმით, ის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს გაიყვანონ ბოევიკები უკრაინიდან.
„დარწმუნებული ვარ ჩვენ ეს გამოგვივა“, – დაამატა პოროშენკომ. სამხრივი შეხვედრის დაწყებამდე პოროშენკომ შეხვედრა ყაზახეთის პრეზიდენტთან ნურსულთან ნაზარბაევთან და ბელორუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან გამართა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zLrtnt0QZYM” width=”560″ height=”315″]