ლევან მურუსიძე: ჯერ არასამთავრობოები მოგვისიეს, მერე წლების განმავლობაში ტელევიზიები გვაშავებდნენ, მერე პარტიები, მერე რეზოლუციები და რომ არაფერმა უშველა, გამოაცხადებს, რომ ვადებთ სანქციას

ახლა ჩემ ადგილას რომ იყოს რომელიმე არასამთავრობოს წარმომადგენელი, მაგალითად ეკა გიგაური, იცით რას იტყოდნენ, ასეთი სასამართლო, როგორც საქართველოშია არის მისაბაძი, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში აშშ-ს საელჩოზე საუბრისას განაცხადა.

„მათ ავტორიტეტებთანაც აქვთ პრობლემა, რადგან ავტორიტეტების შემთხვევაში ისინი ვერ მართავენ. ავტორიტეტები როდესაც არიან, ისინი დამოუკიდებლობას, თანასწორ პარტნიორობას ითხოვენ. ამიტომ ჯერ არასამთავრობოები მოგვისიეს, მერე წლების განმავლობაში ტელევიზიები გვაშავებდნენ, მერე პარტიები, მერე რეზოლუციები და ამან არაფერმა რომ არ უშველა, გამოაცხადებს, რომ ვადებთ სანქციას, ესენი არიან კორუმპირებულები.

სენატორი რომ ამბობს, კორუმპირებული მოსამართლე უნდა დავიჭიროთოო, მერე რა რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ხომ ჩვენი პრინციპები გვაქვს?! განაჩენი გამომიტანეს – ეს ხომ უზნეობაა?! საქართველოს სასამართლო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემ მიმართ აგორებულია ცუდი პიარი, მაგრამ არ მეშინია! ვარ სანქცირებული, ეს ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ მე ჩემი პრინციპები მაქვს“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები