ლევან მურუსიძე: საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?!

საიდან იცის კელი დეგნანმა, რომ ჩვენ [სანქცირებული მოსამართლეები] ღამით ზარებს ვახორციელებთ, ანუ ამერიკის საელჩო ტელეფონზე გვისმენს?! – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„თუ გვისმენენ, მაშინ ვთხოვთ – გამოაქვეყნონ ეს ზარები და საზოგადოებას დაანახონ, რომ ღამე ლევან მურუსიძე კონკრეტულ მოსამართლეს ურეკავს და აიძულებს, თან ქრთამსაც აძლევს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას აღებინებს. მაინტერესებს, საიდან აკეთებს დეგნანი ამ დასკვნას?!“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები