ლევან მურუსიძე აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე: ეს, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ამიტომ პრემიერ-მინისტრი საქმის კურსში უნდა იყოს, რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან
ეს, რაც ხდება, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ამიტომ სურვილი გვაქვს პრემიერ-მინისტრს შევხვდეთ, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც საკითხი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეხება, ეს საკითხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან და ბუნებრივია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოში არის მთავარი ფიგურა, უნდა იყოს საქმის კურსში, თუ რა საფრთხეები ემუქრება მართლმსაჯულებას, რა გამოწვევები არსებობს და რა თავდასხმები ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხრიდან“, – აღნიშნა ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.