ირაკლი კობახიძე: ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევისა და საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების საშუალებას

ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევისა და საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების საშუალებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ორი კვირის წინ განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა იმის ლუსტრაცია, თუ რას გეგმავს რადიკალური ოპოზიცია დეკემბრისთვის.

„მათ იმედი აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოგვანიჭებს ევროკავშირი და ამის საფუძველზე უნდათ განავითარონ იგივე პროცესები, რაც განავითარეს ორი კვირის წინ. ისინი ამზადებენ დესტრუქციულ ჯგუფებს, მათ შორის ახალგაზრდულ ჯგუფებს, აიარაღებენ მოლოტოვის კოქტეილებით, ამზადებენ პოლიციისთვის ქვების დასაშენად, მანქანების დასაწვავად და ა.შ. ეს არის მათ შორის მათ მიერ გამართული კონკრეტული ტრენინგების შინაარსი. საბოლოო ჯამში უნდათ, რომ იმ გეგმის რეალიზება მოახერხონ, რაც ვერ გააკეთეს ორი კვირის წინ, შარშან ივლისში, უნდათ, რომ ის გააკეთონ ამ წლის დეკემბერში, იმაზე გათვლით, რომ ევროკავშირი არ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ დავიტოვოთ იმედი, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევისა და საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღების საშუალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები