სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 7 მაისს „მსოფლიო რბენა“ გაიმართება

„მსოფლიო რბენა“ კახეთში ბრუნდება! 7 მაისს, 15 საათზე, კახეთში გაიმართება ყველაზე მასშტაბური გარბენი სახელწოდებით Wings for Life World Run. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამინისტროს დაფინანსებითა და ფედერაციის – „სპორტი ყველასათვის“ – ორგანიზებით, საქართველო ყველაზე მასშტაბურ გარბენს მეათედ უმასპინძლებს.

„ღონისძიებაში მონაწილეობას 7 000-მდე მორბენალი და გულშემატკივარი მიიღებს. „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. რეგისტრაციის საფასურია 30 ლარი. ღონისძიებაზე შემოსული მთელი თანხა გადაირიცხება Wings for Life-ის ფონდში ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად.

2014 წლიდან „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და შემოსული თანხის ოდენობამ 38,3 მილიონ ევროს მიაღწია.

„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მსურველებს რეგისტრირება 4 მაისამდე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე „მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობა მიიღო 33 000-ზე მეტმა ქართველმა მორბენალმა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები