გიორგი გახარია მოსამართლეების სანქცირებაზე: ეს არის ნათელი გზავნილი, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას
აშშ-ის ეს გადაწყვეტილება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული იქნება, – ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 მოსამართლისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას.
როგორც გახარია აღნიშნავს, ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა.
„აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება ნათელი გზავნილია, რომ პასუხისმგებლობები პერსონალიზებული იქნება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა!“, – წერს გახარია Twitter-ზე.
Sanctioning Georgian judges by 🇺🇸 is a clear signal that responsibilities will be personalized for everyone who undermines Georgian democracy & rule of law. Now, Ivanishvili must come out and take his personal responsibility! pic.twitter.com/psfeQ5zz3N
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) April 5, 2023