პაატა ზაქარეიშვილი ლეონიდ თიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა

ასეთი განცხადებები რეგულარულად კეთდება, როდესაც რუსეთის მხრიდან ე.წ. აღიარების დღე ახლოვდება – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ ოსების გენოციდი უნდა აღიაროს.
“სიახლე არაფერი არ არის. სიახლე არის სამაგიეროდ ის, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და მიდის ევროპისკენ. ცხინვალის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეგულარულად დადის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ნაკადი იზრდება და იზრდება. წელს პირველად დაფიქსირდა ადამიანების საკმაოდ სერიოზული რაოდენობა ცხინვალიდან, რომლებიც ისვენებდნენ ბათუმსა და ქობულეთში. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკას”, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველომ ოსების გენოციდი უნდა აღიაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები