მაკა ბოჭორიშვილი: პოლარიზაციის შემცირებისთვის საჭიროა პოლიტიკოსების ჩართულობა იმ პროცესებში, რაშიც ისინი უნდა იყვნენ ჩართულები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, პოლარიზაციის შემცირებისთვის საჭიროა პოლიტიკოსების ჩართულობა იმ პროცესებში, რაშიც ისინი უნდა იყვნენ ჩართულები.

“პოლარიზაცია ქართული გამოგონება არ არის, პოლარიზაცია არის ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში გარკვეული დონით და ჩვენ დღეს ვხედავთ უფრო მეტად და მეტად პოლარიზებულ საზოგადოებებს დემოკრატიულ ქვეყნებში.

პოლარიზაციის შემცირებისთვის საჭიროა პოლიტიკოსების ჩართულობა იმ პროცესებში, რაშიც ისინი უნდა იყვნენ ჩართულები, სახელმწიფო ინსტიტუტების და პირველ რიგში იმ ინსტიტუტის პატივისცემა, რომლის წევრები თავად არიან. გაუგონარია ის, რასაც საქართველოს პარლამენტის წევრები აკეთებენ – არიან პარლამენტის წევრები და თავად არიან დაკავებული ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციით“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები