პეტრო პოროშენკო მინსკში ჩავიდა

 უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მინსკში ჩავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოროშენკო შეხვედრას გამართავს საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლ ქეთრინ ეშტონთან და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. 14:00 საათიდან კი უკრაინის კრიზისის საკითხებში ევროკავშირის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით, შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები