“დასავლეთი აიძულებს საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში შესვლას” – სერგეი ნარიშკინი

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) ​დირექტორი, სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ დასავლეთი აიძულებს საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში შესვლას.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მინსკში განუცხადა.

„ჩვენ ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობაში. ისინი ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია უკრაინის სასარგებლოდ არ ვითარდება და აიძულებენ საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში შესვლას“, – თქვა მან.

მისი თქმით, დასავლეთი არწმუნებს თბილისს, რომ ახლა არის ხელსაყრელი მომენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები