გივი მიქანაძე: „ქართული ოცნება“ გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები სრულფასოვნად შესრულდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გივი მიქანაძის განცხადებით, მმართველი გუნდი, კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მუშაობას გააგრძელებს იმისთვის, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების 12-ვე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები სრულფასოვნად შესრულდეს.

“ნაცმოძრაობა” და მისი შენაერთები ხელოვნურად აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებას. ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ისინი არ ჩართულან არანაირ პროცესში. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, როგორც აქამდე, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები სრულფასოვნად და მაღალხარისხოვნად შესრულდეს“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები