მიხეილ დაუშვილი: სერიოზულად მეკითხებით, კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა?! – სისულელეა

,,სერიოზულად მეკითხებით, დავით კეზერაშვილი გვაფინანსებს თუ არა?! – სისულელეა. ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესოა, რას ემსახურებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერვიუ, რადგან კითხვა უფრო მეტი გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო.

„პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება ყველას აქვს. მიუღებელია ჩრდილიდან გაურკვეველი წარმომავლობის ფულით პროცესების მართვა და კეთება. ამას უნდა ვებრძოლოთ როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში – ორივე მხარეს მიუღებელია. ვინც პოლიტიკაში ღიად ჩაერთვება, ეს ყველას უფლებაა. პროცესების არაფორმალურად მართვა ყველა მხარეს – როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხარეს მიუღებელია.

საინტერესოა, გუშინდელი ინტერვიუ რას ემსახურებოდა, რადგან უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე საზოგადოებამ რაიმეზე პასუხი გაიგო“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები