დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია

მე ვფიქრობ, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია და საქართველოში მივიღოთ მაიდანი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დეპუტატი 7-8 მარტის აქციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს საკითხსაც გამოეხმაურა.

“როდესაც გაქვს საზოგადოებრივი მოწოდება, როდესაც საზოგადოებრივი აზრის მართვა გსურს და როდესაც არის შეძახილები, რომელიც ახალისებს ძალადობრივ ქმედებას, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობასაც სჭირდება აღება მათი მხრიდან, ვინც ამას აორგანიზებდა. ამის მიღმა არ იყვნენ ისინი, რომლებიც ჩანდნენ ან ღიად აკეთებდნენ განცხადებას. მე ვფიქრობ, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს პროცესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია და საქართველოში მივიღოთ მაიდანი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები