ზელენსკიმ რუსეთის შეჩერების “ერთი გზა” დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჩერების ერთადერთი გზა  უკრაინის გამარჯვებაა.

ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.

„რუსული ტერორის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, ჩვენს ყველა ქალაქსა და საზოგადოებაში უსაფრთხოების დაბრუნება – სუმის რეგიონიდან დონბასამდე, ხარკოვის რეგიონიდან ხერსონის ოლქამდე, კიევის რეგიონიდან იალტამდე და ეს გზაა – უკრაინის სამხედრო გამარჯვება. სხვა გზა არ არსებობს და არც იარსებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ბოროტი სახელმწიფო უნდა დავამარცხოთ. ამ სიტყვის ყველა გაგებით. “რაშიზმმა” უნდა გაიაროს სრული დამარცხება: სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამართლებრივი. პირველი არის სამხედრო დამარცხება. და ეს იქნება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები