დღეს გეოლოგიის პროფესიული დღეა

დღეს გეოლოგიის პროფესიული დღეა. გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
“პირველი გეოლოგიური სამუშაოები საქართველოში 181 წლის წინ, 1841 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს საქართველოში სისტემური გეოლოგიური კვლევები, რომელიც დღემდე გრძელდება. საქართველოში გეოლოგიის დღე 1965 წლიდან აღინიშნება.
გეოლოგია სააგენტოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგობრივი მიმართულებაა. დღეისათვის, ხორციელდება გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა) მონიტორინგი, ბუნებრივი საფრთხეების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში, ტერიტორიის ოპერატიულად შეფასება, სტიქიური გეოლოგიური პროცესების გამომწვევი მიზეზების დადგენა, გასატარებელი დამცავი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება, სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები