მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი გარდაიცვალა
-
გუშინ, უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ადამიანი ლეონიდ სტადნიკი გარდაიცვალა, – აღნიშნულ ინფორმაციას zhitomir.info – ავრცელებს. 44 წლის, 2,57 მეტრი სიმაღლის სტადნიკის გარდაცვალების მიზეზი ტვინში სისხლის ჩაქცევა გახდა. მსოფლიოში უდიდესი გიგანტი ჟიტომირის ოლქში, მშობლიურ სოფელ პოდოლიანცში ცხოვრობდა, სადაც სოფლის ვეტერინარად მუშაობდა. როგორც ავღნიშნეთ, ლეონიდ სტადნიკის სიმაღლე სარეკორდო 2, 57 მეტრი იყო. გარდა ამისა ცნობილია, რომ ის 70 ზომა ტანსაცმელს და 62 ზომა ფეხსაცმელს ატარებდა, რომლებსაც რა თქმა უნდა სპეციალურად შეკვეთით უმზადებდნენ. სტადნიკი ბოლო წლებში კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, უარს ამბობდა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე და როგორც ამბობდა ყველაზე მეტად სურდა ეცხოვრა „როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს“. ლეონიდ სტადნიკს ხვალ, მშობლიურ სოფელში დაკრძალავენ.