მაროკოს მეფე ნარკომოვაჭრედ მიიჩნიეს
მაროკოს მეფე მუჰამედ VI მაროკოს ჩრდილოეთ ნაწილში, სეუტაში დასვენებისას ნარკომოვაჭრედ მიიჩნიეს. სეუტა ესპანეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიული ობიექტია, სადაც მაროკოს მეფე ზაფხულის პერიოდს ისვენებდა. სეუტაში, ზღვაზე იახტებით და ჰიდროციკლებით მოსეირნე მაროკოს მეფე ესპანური ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლებმა ეჭვის საფუძველზე დააკავეს და საბუთების წარმოდგენა სთხოვეს. როგორც აღმოჩნდა გვარდიელებმა მეფე აფრიკელ ნარკომოვაჭრედ მიიჩნიეს. გაუგებრობის აღმოსაფხრველად მუჰამედ VI ესპანეთის მეფე ფილიპს დაუკავშირდა, რომელმაც თავის მხრივ შინაგან საქმეთა მინისტრს ხორხე ფერნანდეს დიასს დაურეკა. შედეგად, მაროკოს მეფეს ნაციონალური გვარდიის უმაღლესი რანგის ოფიცრები ეახლნენ და პირადად მოუბოდიშეს. მუჰამედ VI მათ საპასუხოდ ხელი ჩამოართვა და განუცხადა, რომ „გვარდიელებმა ბრწყინვალედ შეასრულეს თავიანთი მოვალეობა“. თუმცა, გვარდიელების მიმართ, მისდამი არასათანადოდ მოპყრობის გამო მცირე საყვედურიც გამოხატა.
ეს ინციდენტი 7 აგვისტოს მომხდარა და მხოლოდ ახლა გახმაურდა. გვარდიელების დაეჭვების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი სწრაფი ძრავიანი ნავებით აფრიკელი ემიგრანტები გადაადგილდებიან, რომლებიც ნარკოტიკების გადაზიდვებს და ადამიანებით ვაჭრობას ეწევიან.
მომზადებულია moya-planeta.ru -ს მასალების მიხედვით.