ანგელა მერკელი: მინდა ისეთი გზების პოვნა, რომელიც რუსეთს არ დააზარალებს
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელის განცხადებით, თუ უკრაინა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას აირჩევს, ევროკავშირი ამისგან მასშტაბურ კონფლიქტს არ შექმნის, – განცხადება მან გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლობის ტელეარხთან გააკეთა.
“თუ უკრაინა განაცხადებს, რომ ევრაზიულ კავშირში სურს გაწევრიანება, ევროკავშირი ამისგან მასშტაბურ კონფლიქტს არასდროს შექმნის. ჩვენ ნებაყოფლობით არჩევანს ვეყრდნობით”, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
მისივე განმარტებით, უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთების უფლება, თუმცა უკრაინელთა ქმედებებმა რუსეთს ზიანი არ უნდა მიაყენოს.
“მინდა ისეთი გზების პოვნა, რომელიც რუსეთს არ დააზარალებს. გერმანიას კარგი სავაჭო ურთიერთობები რუსეთთანაც სურს. ჩვენ გვინდა გონივრული ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული და მსოფლიოში უამრავი სხვა კონფლიქტია, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშავოთ. იმედია, პროგრესს მივაღწევთ”, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.