საქსტატი: 2022 წელს საქართველოში 26 048 ქორწინება და 14 098 განქორწინება დარეგისტრირდა

2022 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 31.9 წელს შეადგენს.

ამასთან, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები